როდის დაიწყებს თურქეთი მორიგ ანტიტერორისტულ სახმელეთო ოპერაციას?

როდის დაიწყებს თურქეთი მორიგ ანტიტერორისტულ სახმელეთო ოპერაციას?

1910041
როდის დაიწყებს თურქეთი მორიგ ანტიტერორისტულ სახმელეთო ოპერაციას?

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სირიაში კერძოდ კი, ტალ-რიფატში, მანბიჯში და აინ-ელ-არაბში სახმელეთო ოპერაციის სიგნალი მისცა. პრეზიდენტმა ერდოღანმა აღნიშნული მინიშნება, პარლამენტში  მმართველი პარტიის, სამართლისა და განვითარების პარტიის (AKP) წევრებთან საუბრისას განაცხადა.

„ჩვენ ერთგული დავრჩით ჩვენი შეთანხმებების სირიის საზღვრებთან დაკავშირებით. თუ ჩვენი ოპონენტები ვერ შეასრულებენ შეთანხმების მოთხოვნებს, ჩვენ გვაქვს უფლება ვიზრუნოთ საკუთარ თავზე. ჩვენს მიერ გასულ კვირას ერაყის ჩრდილოეთში და სირიაში განხორციელებული საჰაერო ოპერაცია, „კლანჭი-მახვილი“ ამის მხოლოდ დასაწყისი იყო. ჩვენ უნდა გავათავისუფლოთ ტერორისტებისაგან ტალ-რიფატი, მანბიჯი და აინ-ელ-არაბი. ჩვენთვის ყველაზე ხელსაყრელი დროის მოსვლის დროს დავიწყებთ სახმელეთო ოპერაციას. ტერორისტების მიერ დამზადებული ბეტონის გვირაბები, მათთვის საფლავებად უნდა ვაქციოთ. ჩვენს მიერ გადადგმული ნაბიჯები ასევე უზრუნველყოფს ერაყისა და სირიის ტერიტორიულ მთლიანობას. ამიტომ, მათმა მთავრობამ,  ჩვენს მიერ გადადგმული ნაბიჯებისგან არ უნდა შეწუხდეს“, - განაცხადა პრეზიდენტმა ერდოღანმა.



მსგავსი ინფორმაციები