მევლუთ ჩავუშოღლუმ მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

მევლუთ ჩავუშოღლუმ მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

1909765
მევლუთ ჩავუშოღლუმ მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ ისინი ერთობლივი მუშაობით გადალახავენ სიძულვილისა და ძალადობის მანკიერ ციკლს. ჩავუშოღლუმ სოციალური ქსელის მეშვეობით, მაროკოს ქალაქ ფესში გამართულ, გაეროს ცივილიზაციათა ალიანსის ინიციატივის მე-9 გლობალურ ფორუმთან დაკავშრებით სოციალური ქსელის მეშვეობით განცხადება გააკეთა, რომელშიც ნათქვამია: „მაროკოს ქალაქ ფესში გამართულ, გაეროს ცივილიზაციების ალიანსის ფორუმს დავესწარით, რომელიც ესპანეთთან ერთად  2005 წელს დავიწყეთ და დღეს 158 წევრს მივაღწიეთ. ჩვენ ერთობლივი მუშაობით გადავლახავთ სიძულვილისა და ძალადობის მანკიერ ციკლს“.

ცნობისათვის, აღნიშნული ფორუმი, რომელიც პირველად გაიმართა აფრიკულ ქვეყანაში, 50-ზე მეტი ქვეყნიდან 1000-ზე მეტი აქტივისტი და სხვადასხვა წარმომადგენელი ესწრებოდა.  



მსგავსი ინფორმაციები