მევლუთ ჩავუშოღლუ მარსელო ებრარდს შეხვდა

მევლუთ ჩავუშოღლუ მარსელო ებრარდს შეხვდა

1907769
მევლუთ ჩავუშოღლუ მარსელო ებრარდს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ „თურქული საუკუნის ხედვა“ დაიწყო და დასძინა, რომ თურქული სამყაროს ერთიანობა არავის წინააღმდეგ არ არის. მევლუთ ჩავუშოღლუმ აღნიშნული განცხადება, გუშინ თავის მექსიკელ კოლეგა, მარსელო ებრარდთან გამართული შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციის დროს განაცხადა.

პრესკონფერენციის დროს მინისტრმა ჩავუშოღლუმ გამოხატა კმაყოფილება თურქეთსა და მექსიკას შორის ურთიერთობების ყველა სფეროში უწყვეტი განვითარების გამო.  

თურქმა დიპლომატმა პრესკონფერენციის დროს, ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის (ჩკთრ), თურქულენოვანი სახელმწიფოების თანამშრომლობის საბჭოზე დამკვირვებლის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ზოგიერთი ქვეყნების კრიტიკასაც უპასუხა და აღნიშნა: „რა უფლება აქვს ევროკავშირს ჩაერიოს თურქულენოვანი სახელმწიფოების თანამშრომლობის საბჭო ორგანიზაციაში? ჩვენი გზავნილი ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ასეთია; თქვენ დაარღვიეთ ბალანსი როგორც თურქეთ-საბერძნეთის ურთიერთობებში, ასევე კვიპროსში. იყავით დაბალანსებული და თუ საერთაშორისო სამართალზე საუბრობთ, გადახედეთ საბერძნეთის, კვიპროსის ბერძნული მხარის წინაშე დარღვევებს. ამავდროულად, ჩვენ არ მივიღებთ ნებართვას აშშ-სგან“.



მსგავსი ინფორმაციები