ერდოღან-პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

ერდოღან-პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

1907908
ერდოღან-პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ რედოღანმა, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარი გამართა.

პრეზიდენტის კომუნიკაციების დეპარტამენტის განცხადებით, ერდოღანმა და პუტინმა სატელეფონო საუბრის დროს, რეგიონული, განსაკუთრებით თურქეთ-რუსეთის ურთიერთობები და მარცვლეულის დერეფნის საკითხები განიხილეს.

სატელეფონო საუბრის დროს, პრეზიდენტმა ერდოღანმა, მარცვლეულის ექსპორტის შესახებ სტამბულის შეთანხმების 120 დღით გახანგრძლივებასთან დაკავშირებით კონსტრუქციული მიდგომისთვის მადლობა გადაუხადა.

ამავე ინფორმაციით, პრეზიდენტმა ერდოღანმა კმაყოფილება გამოხატა პუტინის წინადადებაზე, თურქეთში ბუნებრივი გაზის ცენტრის შექმნასთან დაკავშირებით და ტექნიკურ, იურიდიულ და კომერციულ შეფასებების საერთო მიზნების რაც შეიძლება მალე მისაღწევად ერთობლივი მუშაობის სურვილი გამოთქვა.

პრეზიდენტმა ერდოღანმა პუტინს, სტამბოლში მომხდარი ტერაქტის გამო, ფაქტის დაგმობის და სამძიმრის გამოცხადების გამო მადლობა გადაუხადა.



მსგავსი ინფორმაციები