ანკარაში, აშშ-რუსეთს შორის მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა

ანკარაში, აშშ-რუსეთს შორის მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა

1906338
ანკარაში, აშშ-რუსეთს შორის მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა

თურქული დაზვერვის წყაროების ცნობით, ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოსა (CIA) და რუსეთის უცხოეთის დაზვერვის სამსახურს (SVR) შორის, თურქეთის ეროვნული დაზვერვის სამსახურის (MİT) მასპინძლობით ანკარაში მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა.

თურქეთის პრეზიდენტის კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ფაჰრეთთინ ალთუნმა Associated Press-ისთვის მიცემულ ინტერვიუში შეხვედრა დაადასტურა.  

ალთუნის თქმით, ამ შეხვედრამ, პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის გლობალური მშვიდობისთვის შეტანილი წვლილი კიდევ ერთხელ ცხადჰყო.

საკითხთან დაკავშირებით შეფასება გააკეთა კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა და განაცხადა, რომ ანკარაში, აშშ-ს ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოსა (CIA) და რუსეთის უცხოეთის დაზვერვის სამსახურს (SVR) შორის შეხვედრა, ვაშინგტონის თხოვნით გაიმართა.

თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს წარმომადგენელმა, რომელმაც არ ისურვა მისი სახელის გამხელა, განაცხადა, რომ რუსეთთან საკომუნიკაციო არხები ღიაა, განსაკუთრებით ბირთვული რისკისა და სტრატეგიული სტაბილურობის რისკების მართვასთან დაკავშირებით.


საკვანძო სიტყვები: #შეხვედრა , #რუსეთი , #აშშ , #ანკარა

მსგავსი ინფორმაციები