თურქეთის რესპუბლიკის 99 წლის იუბილე მთელი ქვეყნის მასშტაბით აღინიშნება

თურქეთის რესპუბლიკის 99 წლის იუბილე მთელი ქვეყნის მასშტაბით აღინიშნება

1899324
თურქეთის რესპუბლიკის 99 წლის იუბილე მთელი ქვეყნის მასშტაბით აღინიშნება

დღეს 29 ოქტომბერია, რესპუბლიკის დაარსების დღე.

თურქეთის რესპუბლიკის 99 წლის იუბილე მთელი ქვეყნის მასშტაბით აღინიშნება.

პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის ხელმძღვანელობით მთავრობის წარმომადგენლები დედაქალაქ ანკარაში, თურქეთის რესპუბლიკის დამაარსებლის, მუსტაფა ქემალ ათათურქის მავზოლეუმს, ანითქაბირს, ეწვია.

პრეზიდენტმა ერდოღანმა ანითქაბირის სპეციალურ წიგნში შემდეგი ჩანაწერი გააკეთა: „ძვირფასო ათათურქ, დღეს ჩვენ ავღნიშნავთ ჩვენი რესპუბლიკის 99 წლის იუბილეს, რომელიც დავაარსეთ თქვენი ხელმძღვანელობით რთული და ლეგენდარული ბრძოლის შემდეგ. ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ ჩვენმა რესპუბლიკამ, რომელიც თქვენი და ბრძოლაში დაღუპული მოწამეების დანატოვარია, სამუდამოდ იარსებობს. ბედნიერები ვართ იმით, რომ ეს ისტორიული დღე, ჩვენი ქვეყნის პირველი ადგილობრივი წარმოების ელექტრომობილის TOGG-ის საწარმოო ქარხნის გახნისთ დავაგვირგვინეთ. მიუხედავად ჩვენთვის შექმნილი დაბრკოლებებისა, ვაგრძელებთ ბრძოლას მტკიცედ იმისთვის, რომ ეს საუკუნე თურქეთის საუკუნედ ვაქციოთ და ავუხდინოთ ჩვენს ერს მისი ოცნებები. ღმერთმა ნათელში ამყოფოს შენი სული. გილოცავთ რესპუბლიკის დღეს."

პრეზიდენტი ერდოღანი 29 ოქტომბრის რესპუბლიკის დღესთან დაკავშირებით საპრეზიდენტო კომპლექსში მილოცვებს მიიღებს.

29 ოქტომბერს რესპუბლიკის დღე უცხოურ წარმომადგენლობებშიც აღინიშნება.



მსგავსი ინფორმაციები