თურქეთი ერაყში ახალი მთავრობის ჩამოყალიბებას მიესალმება

თურქეთი ერაყში ახალი მთავრობის ჩამოყალიბებას მიესალმება

1898928
თურქეთი ერაყში ახალი მთავრობის ჩამოყალიბებას მიესალმება

თურქეთი, ერაყში მუჰამედ შია ეს-სუდანი ხელმძღვანელობით ჩამოყალიბებულ ახალ მთავრობას მიესალმება. საკითხთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტრომ წერილობითი განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია: „ჩვენ გვჯერა, რომ ახალი მთავრობა, ინკლუზიური მიდგომით, გაამართლებს ერაყელი ხალხის მოლოდინებს და გადადგამს ნაბიჯებს ერაყის მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის გასაძლიერებლად. თურქეთი მზადაა გააგრძელოს თანამშრომლობა ახალ მთავრობასთან ყველა სფეროში, ურთიერთსენსიტიურობისა და საერთო ინტერესების პატივისცემის საფუძველზე, როგორც წარსულში“.

შეგახსენებთ, რომ ერაყის ახალ მთავრობას, რომელსაც მუჰამედ შია ეს-სუდანი ხელმძღვანელობს, პარლამენტმა ნდობა გამოუცხადა.



მსგავსი ინფორმაციები