თურქეთმა მკაცრად დაგმო აშშ-ს ქმედება

თურქეთმა მკაცრად დაგმო აშშ-ს თავდაცვის სამინისტროს მიერ საამხრეთ კვიპროსის ბერძნული მმართველობის ჩართვა ეროვნული გვარდიის ბიუროს შტატის პარტნიორობის პროგრამაში

1887932
თურქეთმა მკაცრად დაგმო აშშ-ს ქმედება

თურქეთმა მკაცრად დაგმო ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტროს მიერ საამხრეთ კვიპროსის ბერძნული მმართველობის ჩართვა ეროვნული გვარდიის ბიუროს შტატის პარტნიორობის პროგრამაში.

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია: ”ჩვენ მკაცრად ვგმობთ ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის მიერ სამხრეთ კვიპროსის ბერძნული მმართველობის ჩართვას აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის ბაზაზე არსებულ ეროვნული გვარდიის ბიუროს შტატის პარტნიორობის პროგრამაში.”

განცხადებაში ხაზგასმულია, რომ თურქეთისთვის შეუძლებელია რაიმე მიზეზით აიხსნას აშშ-ს ეს ახალი ნაბიჯი, რომელმაც ორი კვირის წინ გააუქმა სამხრეთ კვიპროსის ბერძნული მმართველობის წინააღმდეგ არსებული იარაღის ემბარგო.

„ამ ნაბიჯით აშშ გასცდა კუნძულზე ორ მხარეს შორის ბალანსის დარღვევას და თავად დაიკავა მხარე. ასეთი ნაბიჯებით აშშ კარგავს შესაძლებლობას, ითამაშოს კონსტრუქციული როლი კვიპროსის საკითხის სამართლიანი, ხანგრძლივი და მდგრადი გადაჭრის პროცესში“. - ნათქვამია განცხადებაში.

თურქეთის გარანტორის სტატუსზე ხაზგასმით, განცხადებაში ნათქვამია, რომ გადაიდგმება ყველა საჭირო ნაბიჯი კვიპროსელი თურქი ხალხის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

 


საკვანძო სიტყვები: #აშშ , #თურქეთი

მსგავსი ინფორმაციები