იბრაჰიმ ქალინი სტამბოლში ჯეიკ სალივანს შეხვდა

პრეზიდენტის პრესსპიკერი, იბრაჰიმ ქალინი, სტამბოლში თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველს, ჯეიკ სალივანს შეხვდა

1887405
იბრაჰიმ ქალინი სტამბოლში ჯეიკ სალივანს შეხვდა

პრეზიდენტის პრესსპიკერი, იბრაჰიმ ქალინი, სტამბოლში თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველს, ჯეიკ სალივანს შეხვდა.

შეხვედრაზე განხილული იქნა თურქეთ-აშშ-ის პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები, თანამშრომლობის სფეროები თავდაცვის ინდუსტრიაში, სიტუაცია უკრაინაში, სადაც რუსეთმა 24 თებერვალს ომი დაიწყო, შვედეთი-ფინეთის ნატო-ში გაწევრიანების პროცესები, ეგეოსის და ხმელთაშუა ზღვასა და სამხრეთ კავკასიაში განვითარებული მოვლენების ჩათვლით რეგიონალური საკითხები.

გამოითქვა ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული მექანიზმის ამოქმედებით საერთო ინტერესების საფუძველზე თანამშრომლობის სფეროების გაზრდის მოლოდინი.

ხაზგასმით აღინიშნა, რომ თურქეთის F-16-ის მოთხოვნის პროცესის დასრულება ორი ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესებს მოემსახურება.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა თურქეთის საკვანძო როლს ნატოში და ხაზი გაესვა იმას, რომ მოკავშირეებმა უნდა იმოქმედონ ჰარმონიულად და სოლიდარულად საერთო უსაფრთხოების რისკებისა და ყველა ტერორისტული საფრთხის წინააღმდეგ.

ხაზგასმით აღინიშნა, რომ ეგეოსის და ხმელთაშუა ზღვის საკითხებში თურქეთი არ იყოყმანებს თავისი უფლებებისა და ინტერესების დაცვის საკითხში და რომ საბერძნეთის აგრესიული და უკანონო ქმედებები მიუღებელია.

აღინიშნა დიპლომატიური ძალისხმევის მნიშვნელობა უკრაინაში მიმდინარე მოვლენების საერთაშორისო სამართლის საფუძველზე დასასრულებლად, რომელიც საფრთხეს უქმნის გლობალურ უსაფრთხოებასა და სტაბილურობას.



მსგავსი ინფორმაციები