პრეზიდენტმა ერდოღანმა სატელეფონო საუბარი გამართა რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სატელეფონო საუბარი გამართა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან

1886539
პრეზიდენტმა ერდოღანმა სატელეფონო საუბარი გამართა რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სატელეფონო საუბარი გამართა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან.

პრეზიდენტის კომუნიკაციების დირექტორატის განცხადებით, საუბრის დროს შეფასდა 24 თებერვლიდან მიმდინარე რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით განვითარებული ბოლო მოვლენები.

პრეზიდენტმა ერდოღანმა კმაყოფილება გამოთქვა რუსეთ-უკრაინის სამხედრო ტყვეთა გაცვლის წარმატებით დასრულების, რაზეც ისინი დიდი ხანია მუშაობდნენ და გაერო-ს მხარდაჭერით (მარცვლეულის დერეფნისთვის) მათ მიერ შექმნილი სტამბოლის შეთანხმების ფუნქციონირების გამო.

პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ მექანიზმის ვადის გახანგრძლივება, რომელიც ნოემბერში იწურება, საერთო ინტერესებში შედის და აგრძელებენ მუშაობას რუსული სასუქებისა და მარცვლეულის პროდუქტების უწყვეტი ექსპორტის საკითხზე.

პრეზიდენტმა ერდოღანმა თქვა, რომ საჭიროა დაძაბულობის შესამცირებლად ნაბიჯები, რათა გზა გაეხსნას უფრო პოზიტიურ მოვლენებს და მოსკოვმა უკრაინის ზოგიერთი რეგიონის რუსეთთან შეერთების საკითხის თაოსნობით უნდა გადადგას ნაბიჯები ამ პროცესის გასაადვილებლად.

პრეზიდენტმა ერდოღანმა სთხოვა რუსეთის პრეზიდენტ პუტინს მოლაპარაკებებს კიდევ ერთი შანსი მისცეს და აღნიშნა, რომ ისინი მზად არიან ამ პროცესში ხელშემწყობი როლი შეასრულონ.

საუბრის შესახებ გაკეთებულ კრემლის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ორ ქვეყანას შორის სავაჭრო და ეკონომიკური კავშირები სწრაფად ვითარდება და ვაჭრობის მოცულობა მნიშვნელოვნად გაიზარდა, ხოლო რუსეთიდან თურქეთში ბუნებრივი აირის მიწოდება და  აქქუიუს ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის ჩათვლით ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობა დადებითად იქნა შეფასებული.



მსგავსი ინფორმაციები