ერდოღანსა და ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სატელეფონო საუბარი გამართა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან

1885879
ერდოღანსა და ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სატელეფონო საუბარი გამართა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან.

პრეზიდენტის კომუნიკაციების დირექტორატის განცხადებით, საუბრის დროს 24 თებერვლიდან მიმდინარე რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენები იქნა შეფასებული.

პრეზიდენტმა ერდოღანმა დიდი კმაყოფილება გამოთქვა რუსეთსა და უკრაინას შორის პატიმრების გაცვლის წარმატებით დასრულების გამო, რაზეც ისინი დიდი ხანია მუშაობენ.

მან ასევე განაცხადა, რომ შავი ზღვით უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმება მუშაობს, მსგავსი მიდგომა შეიძლება იყოს გამოყენებული ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის კონტექსტში და სადგურის გარშემო დემილიტარიზებული რეგიონის შექმნისთვის აუცილებელი საშუამავლო და ხელშემწყობი წინადადება ისევ ძალაშია.

პრეზიდენტმა ერდოღანმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფ უკრაინის ზოგიერთ რაიონში ცალმხრივი რეფერენდუმის ჩატარება გაართულებს დიპლომატიური პროცესის გამოცოცხლების მცდელობებს და ისინი მზად არიან მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზით ომის დასრულებაში ნებისმიერი აუცილებელი წვლილი შეიტანონ.



მსგავსი ინფორმაციები