მერსინში PKK-ს თავდასხმას ერთი პოლიციელი ემსხვერპლა

სეპარატისტული ტერორისტული ორგანიზაციის PKK-ის მიერ ორგანიზებული თავდასხმის შედეგად დაიღუპა ერთი პოლიციელი და ერთი კი დაიჭრა

1884830
მერსინში PKK-ს თავდასხმას ერთი პოლიციელი ემსხვერპლა

შინაგან საქმეთა მინისტრმა, სულეიმან სოილუმ განაცხადა, რომ მერსინში პოლიციის სახლთან განხორციელებული ტერაქტის დროს ერთი პოლიციელი დაიღუპა და ერთი კი დაიჭრა.

სულეიმან სოილუმ პოლიციის სახლი, რომელსაც თავს დაესხნენ, დაათვალიერა და უფლებამოსილებისგან ინფორმაცია მიიღო.

მოგვიანებით სოილუმ აღნიშნა, რომ სეპარატისტული ტერორისტული ორგანიზაციის PKK-ის მიერ ორგანიზებული თავდასხმის შედეგად დაიღუპა ერთი პოლიციელი და ერთი კი დაიჭრა.

წუხელ ღამით, მერსინის პოლიციის სახლთან მიახლოებული მანქანიდან გადმოსულმა პირებმა იქ მყოფ პოლიციელებს ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნეს, რასაც პოლიციის მხრიდან საპასუხო ცეცხლი მოჰყვა.



მსგავსი ინფორმაციები