პრეზიდენტმა ერდოღანმა ნიუ-იორკში მნიშვნელოვანი შეხვედრები გამართა

პრეზიდენტმა ერდოღანმა ნიუ-იორკში მნიშვნელოვანი შეხვედრები გამართა

1882985
პრეზიდენტმა ერდოღანმა ნიუ-იორკში მნიშვნელოვანი შეხვედრები გამართა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, გაეროს 77-ე გენერალურ ასამბლეაზე დასასწრებად ჩასულ ნიუ-იორკში, გაეროს შტაბ-ბინის წინ აშენებულ „თურქულ სახლში“, ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის (ჩკთრ) პრეზიდენტს ერსინ თათარს, ავსტრიის პრეზიდენტს ალექსანდრ ვან დერ ბელენს და პოლონეთის პრეზიდენტს ანჯეი დუდას შეხვდა.

მოგვიანებით პრეზიდენტი ერდოღანი, ამერიკელ სენატორ ჯეიმს რიშს, ლიბანის პრემიერ-მინისტრ ნაჯიბ მიკატის და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ლიზ ტრასის შეხვდა.

აღნიშნული შეხვედრები პრესისათვის დახურულ ფორმატში გაიმართა.

თურქეთის პრეზიდენტმა ზემოთ აღნიშნული შეხვედრების შემდეგ „თურქულ სახლში“ გამართულ თურქეთ-აშშ ბიზნეს საბჭოს მიერ ორგანიზებულ ვახშამზე დაესწრო სადაც სიტყვით გამოსვლის დროს ორ ქვეყანას შორის კავშირებზე და პარტნიორობაზე ასევე, რუსეთ-უკრაინის ომზე, ახლო აღმოსავლეთში და აფრიკაში მიმდინარე მოვლენებზე გაამახვილა ყურადღება.

პრეზიდენტმა ერდოღანმა, ნიუ-იორკში დასრულებული ვიზიტის შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა.



მსგავსი ინფორმაციები