ჩავუშოღლუ, ანტიტერორისტული გლობალური ფორუმის მინისტრთა საბჭოს შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა

ჩავუშოღლუ, ანტიტერორისტული გლობალური ფორუმის მინისტრთა საბჭოს შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა

1883087
ჩავუშოღლუ, ანტიტერორისტული გლობალური ფორუმის მინისტრთა საბჭოს შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა

საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ ტერორიზმთან ბრძოლა ვერ იქნება წარმატებული, თუ ტერორიზმის მხარდამჭერი ფაქტორები არ განიხილება. მან ამის შესახებ, გაეროს 77-ე სესიაზე მონაწილეობისთვის ჩასულ ნიუ-იორკში, ანტიტერორისტული გლობალური ფორუმის მე-12 მინისტრთა საბჭოს შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ჩავუშოღლუმ ასევე განაცხადა, რომ რელიგიებზე თავდასხმის ნაცვლად ტერორის ძირითად იდეოლოგიის განადგურება უფრო სწორი პოლიტიკა იქნება.

„ტერორიზმთან ბრძოლას ვერ მოვიგებთ, თუ არ მივმართავთ ფაქტორებს, რომლებიც მხარს უჭერს ტერორიზმს. ტერორიზმთან ბრძოლაში წარმატება დამოკიდებულია ჩვენს ერთობლივ ძალისხმევაზე, რომ არ მივცეთ ტერორისტებს უსაფრთხო თავშესაფარი. ჩვენ კი გამოცდილებამ გვასწავლა, რომ ტერორიზმს არ აქვს რელიგიური და ეთნიკური იდენტობა. ჩვენ უნდა ვებრძოლოთ ტერორიზმს მისი ყველა ფორმითა და გამოვლინებით. ამ საკითხში ორმაგი სტანდარტი კი, ჩვენ წარმატებას ვერ მოგვიტანს“, - განაცხადა თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.



მსგავსი ინფორმაციები