მევლუთ ჩავუშოღლუ ნიუ-იორკში შეხვედრებს განაგრძობს

მევლუთ ჩავუშოღლუ ნიუ-იორკში შეხვედრებს განაგრძობს

1882509
მევლუთ ჩავუშოღლუ ნიუ-იორკში შეხვედრებს განაგრძობს

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ, გაეროს 77-ე გენერალურ ასამბლეაზე დასასწრებად ჩასულ ნიუ-იორკში, გაეროს შტაბ-ბინის წინ აშენებულ „თურქულ სახლში“, თავის გერმანელ, ესპანელ და ინდოელ კოლეგებს, ასევე ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს და ცივილიზაციათა ალიანსის უმაღლეს წარმომადგენელს მიგელ მორატინოსს შეხვდა.

შეხვედრებზე ორმხრივი ურთიერთობები, რეგიონალური და საერთაშორისო საკითხები იქნა განხილული.

თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მანამდე, აშშ-ს სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს, მონტენეგროს საგარეო საქმეთა მინისტრს რანკო კრივოკაპიჩს და ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ნიკოლაი მილკოვს შეხვდა.



მსგავსი ინფორმაციები