ბლინკენსა და ჩავუშოღლუს შორის შეხვედრა გაიმართა

ჩავუშოღლუსა და ბლინკენის გუშინდელ შეხვედრასთან დაკავშირებით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განცხადება გაავრცელა

1882443
ბლინკენსა და ჩავუშოღლუს შორის შეხვედრა გაიმართა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ნიუ-იორკში საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუსთან შეხვედრისას მარცვლეულის დერეფნის შეთანხმებაში თურქეთის მიერ გაწეული ძალისხმევა შეაქო.

გაერთიანებული ერების ირგანიზაციის 77-ე გენერალური ასამბლეის სესიაზე დასასწრებად ნიუ-იორკში მყოფი ჩავუშოღლუსა და ბლინკენის გუშინდელ შეხვედრასთან დაკავშირებით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განცხადება გაავრცელა.

განცხადებაში ასევე ხაზგასმულია ნატოს ქვეყნების ერთობლივი მოქმედების მნიშვნელობა რუსეთ-უკრაინის ომში, რომელიც 24 თებერვლიდან მიმდინარეობს და ნათქვამია: „მინისტრმა ბლინკენმა შეაქო თურქეთის დიპლომატიური ძალისხმევა უკრაინული მარცვლეულის შავ ზღვაში გადაზიდვის გაგრძელების უზრუნველსაყოფად, ხაზი გაუსვა გაეროს ეგიდით შეთანხმებების შესრულებისა და მოსკოვისთვის მისი ქმედებების გამო პასუხისმგებლობის დაკისრების მნიშვნელობას.“



მსგავსი ინფორმაციები