პრეზიდენტი ერდოღანი ნიუ-იორკში გაეროს 77-ე გენერალურ ასამბლეაზე დასასწრებად იმყოფება

პრეზიდენტი ერდოღანი ნიუ-იორკში გაეროს 77-ე გენერალურ ასამბლეაზე დასასწრებად იმყოფება

1881443
პრეზიდენტი ერდოღანი ნიუ-იორკში გაეროს 77-ე გენერალურ ასამბლეაზე დასასწრებად იმყოფება

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, რომელიც ნიუ-იორკში გაეროს 77-ე გენერალურ ასამბლეაზე დასასწრებად იმყოფება, ამერიკის შეერთებულ შტატებში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები „თურქევში“ (თურქული სახლი) მიიღო.

მოგვიანებით ერდოღანი ლიბიის საპრეზიდენტო საბჭოს პრეზიდენტს მუჰამედ მენფის შეხვდა. შეხვედრები პრესისთვის დახურული იყო.

ამის შემდეგ თურქეთის პრეზიდენტი სიტყვით გამოვიდა თურქულ-ამერიკული ეროვნული მმართველი კომიტეტის (TASC) ვახშამზე, რომელიც Rockefeller Plaza-ში გაიმართა.

მან განაცხადა, რომ რამდენადაც წინააღმდეგნი არიან ასიმილაციისა, იმდენად მტკიცედ უჭერენ მხარს ინტეგრაციას და დაამატა: „ჩვენი გაგება ჰარმონიისა და ინტეგრაციის შესახებ არის ის, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა აქტიურად მიიღონ მონაწილეობა იმ საზოგადოებების ცხოვრებაში, სადაც ისინი ცხოვრობენ, საკუთარი კულტურისა და ღირებულებების დაცვით და ინტეგრაციით“.

"ჩვენ მტკიცედ ვაგრძელებთ ბრძოლას ტერორისტული ორგანიზაციების წინააღმდეგ როგორებიცაა PKK/YPG, DAEŞ და FETÖ. ჩვენ აუცილებლად მოვაშორებთ ტერორიზმის ბნელ ჩრდილს ჩვენს რეგიონს." - განაცხადა ერდოღანმა.

მან ასევე დასძინა: „ჩვენ ველით, რომ ჩვენი ამერიკელი მეგობრები ითანამშრომლებენ PKK-YPG-სა და FETÖ-ს წინააღმდეგ ბრძოლაში ალიანსის სულისკვეთებით. ზედმიწევნით ვახორციელებთ მუშაობას ამერიკულ ორგანოებთან რათა FETÖ-ს მეთაური და ორგანიზაციის წევრები წარსდგნენ თურქული მართლმსაჯულების წინაშე.“



მსგავსი ინფორმაციები