პრეზიდენტი ერდოღანი სიტყვით გამოვიდა თურქეთ-ბოსნია და ჰერცოგოვინის ბიზნეს ფორუმზე

პრეზიდენტი ერდოღანი სიტყვით გამოვიდა თურქეთ-ბოსნია და ჰერცოგოვინის ბიზნეს ფორუმზე

1876650
პრეზიდენტი ერდოღანი სიტყვით გამოვიდა თურქეთ-ბოსნია და ჰერცოგოვინის ბიზნეს ფორუმზე

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ბოსნია და ჰერცეგოვინის პირველი პრეზიდენტის ალია იზეტბეგოვიჩის საფლავი მოინახულა.

ოფიციალური ვიზიტით დედაქალაქ სარაევოში მყოფი ერდოღანი რამდენიმე პროგრამაში მონაწილეობის შემდეგ კოვაჩის ძმათა სასაფლაოს ეწვია, სადაც უცნობი ჯარისკაცის საფლავი ყვავილები შეამკო და იზეთბეგოვიჩის საფლავი მოინახულა.

თურქეთ-ბოსნია და ჰერცოგოვინის ბიზნეს ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ აღნიშნავენ ბოსნია-ჰერცეგოვინასთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავს და ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები წარმოადგენს ყველა სფეროში შესანიშნავ დონეზე არსებული ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელოვან საყრდენს.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ თურქეთის რესპუბლიკა ყოველთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა ბოსნია-ჰერცეგოვინასთან ურთიერთობას და დაამატა: „ჩვენი ბოსნია და ჰერცეგოვინის პოლიტიკა ყოველთვის იყო გულწრფელი, ობიექტური, შემხვედრი და გამაერთიანებელი. ამ რეგიონში, სადაც სხვადასხვა ეთნიკურ და რელიგიურ ჯგუფებს ერთად უწევთ ცხოვრება, ეთნიკური და რელიგიური დაყოფა ტკივილისა და ცრემლების გარდა სხვა შედეგს ვერ მოიტანს. ვხედავთ, რომ კონფლიქტებსა და დაძაბულობას სარგებლობა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში არც ერთი მხარისთვის მოაქვს. არჩევნებისკენ მიმავალ პროცესში გამყოფი რიტორიკისგან თავის შეკავება, ბოსნია და ჰერცეგოვინის მშვიდობისა და სტაბიულურობასთან ერთად მისი ეკონომიკისა და შიდა მშვიოდბისთვისაც მნიშვნელოვანია. ჩვენ ღიად და ნათლად ხაზს ვუსვამთ, რომ მხარს ვუჭერთ ბოსნია და ჰერცეგოვინას სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და პოლიტიკურ სტაბილურობას.“



მსგავსი ინფორმაციები