მევლუთ ჩავუშოღლუ კატრინ კოლონას შეხვდა
მევლუთ ჩავუშოღლუ კატრინ კოლონას შეხვდა
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ მათი მოლოდინია, საფრანგეთში მცხოვრები თურქების და მუსლიმების უსაფრთხოებისთვის ყველა ზომები იქნება მიღებული.
მევლუთ ჩავუშოღლუმ აღნიშნულის შესახებ, ოფიციალური ვიზიტით ანკარაში მყოფ, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან კატრინ კოლონასთან გამართული პირისპირ შეხვედრის შემდეგ ერთობლივი პრესკონფერენციის დროს განაცხადა.
მისი თქმით, თურქეთი და საფრანგეთი არის ის ორი ქვეყანაა, რომლებსაც აქვთ ისტორიული ურთიერთობა პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ სფეროებში. ჩავუშოღლუმ პრესკონფერენციის დროს ასევე აღნიშნა, რომ შეხვედრაზე ორმხრივი, მათ შორის საფრანგეთში მცხოვრები თურქების და მუსლიმების მდგომარეობის, რეგიონალური და საერთაშორისო საკითხები განიხილეს.
„ჩვენ ყველას გვაწუხებს ევროპაში რასიზმისა და ანტიისლამიზმის მატება. ჩვენთვის მომგებიანი იქნება, გავაგრძელოთ ბრძოლა რასიზმისა და ყველა სახის ფობიის წინააღმდეგ, ისლამოფობიის, ანტისემიტიზმისა თუ ანტიქრისტიანობის წინააღმდეგ. ზოგიერთი პოლიტიკოსების განცხადებები კი სამწუხაროდ აღრმავებს ამ თემებს და შემაშფოთებელს ხდის. ჩვენი მოლოდინია საფრანგეთში თურქული და მუსლიმური თემის მეჩეთებისა და გაერთიანებების უსაფრთხოებისთვის ყველა ზომები იქნას მიღებული“.
პრესკონფერენციის დროს, კატრინ კოლონამ განაცხადა: „შეიძლება დროდადრო განსხვავებული ანალიზი გვქონდეს. ეს შეიძლება მოხდეს დროდადრო. მაგრამ ეს ყოველთვის ასე არ არის. ჩვენც დროდადრო ერთსა და იმავე ანალიზს ვაკეთებთ. ამიტომ გავზარდოთ იმ საკითხების რაოდენობა, რაზეც შევთანხმდებით და განვიხილავთ, მაშინაც კი, თუ ჩვენ დროდადრო აზრთა სხვადასხვაობა გვექნება“.