პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ხვალ ბალკანეთის ტურნეში გაემგზავრება

პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ხვალ ბალკანეთის ტურნეში გაემგზავრება, რომელიც მოიცავს ბოსნია და ჰერცეგოვინა, სერბეთსა და ხორვატიას

1875726
პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ხვალ ბალკანეთის ტურნეში გაემგზავრება

პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ხვალ ბალკანეთის ტურნეში გაემგზავრება, რომელიც მოიცავს ბოსნია და ჰერცეგოვინა, სერბეთსა და ხორვატიას.

ვიზიტების დღის წესრიგი, რომელიც 6-8 სექტემბერს გაიმართება, იქნება ორმხრივი ურთიერთობები, რეგიონული მშვიდობა და სტაბილურობა და ვაჭრობის მოცულობის გაზრდისკენ მიმართული ნაბიჯები.

ვიზიტის ფარგლებში, რომლის დროსაც პრეზიდენტი პირველს ბოსნია და ჰერცოგოვინას ეწვევა, გათვალისწინებულია, ისევე როგორც სხვა დროს, საპრეზიდენტო საბჭოს 3 წევრთან შეხვედრა.

შეხვედრების დროს გაჟღერდება გზავნილი, რომ თურქეთი გააგრძელებს ყოველგვარი შესაძლო წვლილის შეტანას ბალკანეთში მშვიდობის შენარჩუნებაში.

პრეზიდენტ ერდოღანის ბალკანეთის ტურნეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დღის წესრიგი ეკონომიკა იქნება და შეფასდება რეგიონის ქვეყნებთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად გადასადგმელი ნაბიჯები.

ერდოღანის ვიზიტის დროს ასევე მოსალოდნელია მნიშვნელოვანი ორმხრივი შეთანხმებების ხელმოწერა.

პრეზიდენტ ერდოღანს სამ ქვეყანაში ვიზიტის დროს ბიზნესმენების დიდი დელეგაცია თან გაჰყვება, გაიმართება ბიზნეს საბჭოს სხდომები, განიხილება ურთიერთინვესტიციების და ვაჭრობის მოცულობის გაზრდის მიზნით გადასადგმელი ნაბიჯები.



მსგავსი ინფორმაციები