ერდოღანმა და აბასმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს

პრეზიდენტმა ერდოღანმა გუშინ საპრეზიდენტო კომპლექსში ოფიციალური ცერემონიით მიიღო პალესტინის პრეზიდენტი მაჰმუდ აბასი

1871612
ერდოღანმა და აბასმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს

პრეზიდენტმა ერდოღანმა გუშინ საპრეზიდენტო კომპლექსში ოფიციალური ცერემონიით მიიღო პალესტინის პრეზიდენტი მაჰმუდ აბასი, რომელიც წინა დღეს დედაქალაქ ანკარაში ჩამოვიდა. შეხვედრის შემდეგ ლიდერებმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.

„ჩვენ არ ვეთანხმებით არანაირ ქმედებას, რომელიც მიმართულია იერუსალიმისა და მესჯიდ ალ-აქსას სტატუსის შეცვლისკენ. ჩვენი სენსიტიურობის შესახებ ისრაელელ კოლეგებს ვესაუბრეთ“. - განაცხადა ერდოღანმა და დაამატა: „ისრაელთან ჩვენს ურთიერთობაში გადადგმული ნაბიჯები არანაირად არ შეამცირებს ჩვენს მხარდაჭერას პალესტინის საკითზისადმი... კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ გაეროს პარამეტრების საფუძველზე 1967 წლის საზღვრებში დამოუკიდებელი პალესტინის სახელმწიფოს შექმნა, რომლის დედაქალაქი იერუსალიმი იქნება, არის აუცილებლობა მთელი ჩვენი რეგიონის მშვიდობისა და სტაბილურობისთვის“.

სტუმარმა სახელმწიფოს მეთაურმა აბასმა კი აღნიშნა: „მინდა გულწრფელი მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ერდოღანს პალესტინელი ხალხის გვერდით დგომისთვის და მისი ურყევი პოზიციისთვის“.

მან აღნიშნა, რომ ერდოღანთან განიხილეს რეგიონალური და გლობალური საკითხები, თურქეთის როლი მსოფლიო სასურსათო უსაფრთხოების ასპექტში და ასევე შესაძლებლობა მიეცათ ესაუბრათ თურქეთის მცდელობებებზე სტაბილურიბის დამყარების საქმეში. აბასმა განაცხადა, რომ მათ ასევე განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების მომავალი.



მსგავსი ინფორმაციები