პრეზიდენტი ერდოღანი უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა

პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა

1869677
პრეზიდენტი ერდოღანი უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა

პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.

პრეზიდენტი ერდოღანი, ვოლოდიმირ ზელენსკის მიწვევით, უკრაინის ქალაქ ლვოვში პოლონეთის გავლით სახმელეთო გზით ჩავიდა.

ერდოღანი ზელენსკის პოტსკის სასახლეში შეხვდა.

აქ გამართული პირისპირი შეხვედრის შემდეგ ორი ლიდერი და გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში ერთმანეთს შეხვდებიან.

შეხვედრის შემდეგ ერდოღანი, ზელენსკი და გუტერეში ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.

პრეზიდენტის კომუნიკაციების დირექტორატის განცხადებით, ერდოღანის უკრაინელ კოლეგასთან შეხვედრაზე სტრატეგიული პარტნიორობის დონის თურქეთ-უკრაინის ურთიერთობების ყველა ასპექტი შეფასდება.

აღნიშნულ შეხვედრაზე განიხილება უკრაინის მარცვლეულის მსოფლიო ბაზარზე გატანის მიზნით შექმნილი მექანიზმის საქმიანობის გასაგრძელებლად და 24 თებერვლიდან მიმდინარე უკრაინა-რუსეთის ომის დიპლომატიური გზებით დასასრულებლად გადასადგმელის ნაბიჯები.



მსგავსი ინფორმაციები