პრეზიდენტი ერდოღანი უკრაინაში ერთდღიანი სამუშაო ვიზიტით გაემგზავრა

პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მიწვევით ლვოვში ერთდღიანი სამუშაო ვიზიტით გაემგზავრა

1869434
პრეზიდენტი ერდოღანი უკრაინაში ერთდღიანი სამუშაო ვიზიტით გაემგზავრა

პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მიწვევით ლვოვში ერთდღიანი სამუშაო ვიზიტით გაემგზავრა.

პრეზიდენტის კომუნიკაციების დირექტორატის განცხადებით, სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე მყოფი თურქეთ-უკრაინის ურთიერთობების ყველა ასპექტი შეფასდება პრეზიდენტ ერდოღანის უკრაინელ კოლეგასთან შეხვედრების დროს.

ვიზიტის ფარგლებში ასევე იგეგმება სამმხრივი შეხვედრა ზელენსკისა და გაეროს გენერალური მდივნის ანტონიო გუტერეშის მონაწილეობით.

აღნიშნულ შეხვედრაზე განიხილება უკრაინის მარცვლეულის მსოფლიო ბაზარზე გატანის მიზნით შექმნილი მექანიზმის საქმიანობის გასაგრძელებლად და 24 თებერვლიდან მიმდინარე უკრაინა-რუსეთის ომის დიპლომატიური გზებით დასასრულებლად გადასადგმელის ნაბიჯები.



მსგავსი ინფორმაციები