პრეზიდენტი ერდოღანი ხვალ უკრაინაში ჩავა

პრეზიდენტი ერდოღანი ხვალ უკრაინაში ჩავა

1868737
პრეზიდენტი ერდოღანი ხვალ უკრაინაში ჩავა

პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ხვალ, უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მიწვევით ერთდღიანი ვიზიტით უკრაინის ქალაქ ლვოვში ჩავა.

პრეზიდენტის კომუნიკაციების დეპარტამენტიდან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პრეზიდენტი ერდოღანი თავის უკრაინელ კოლეგა, ზელენსკისთან გასამართ შეხვედრაზე, თურქეთ-უკრაინის ურთიერთობების ყველა ასპექტს განიხილავს.

ამავე ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტი ერდოღანი, ზელენსკისთან და გაეროს გენერალურ მდივან ანტონიო გუტერეშთან  სამმხრივ შეხვედრასაც გამართავს.

შეხვედრაზე, განიხილება ის ნაბიჯები, რომლებიც შეიძლება გადაიდგას 24 თებერვლიდან მიმდინარე უკრაინა-რუსეთის ომის დიპლომატიური გზებით დასასრულებლად და უკრაინული მარცვლეულის მსოფლიოსათვის მიწოდების საკითხები.



მსგავსი ინფორმაციები