მალაიზიის მეფე დღეს თურქეთში ჩამოვა

მალაიზიის მეფე სულთანი აბდულა რიაიატუდინ ელ მუსტაფა ბილა შაჰი დღეს თურქეთში ჩამოვა

1867744
მალაიზიის მეფე დღეს თურქეთში ჩამოვა

მალაიზიის მეფე სულთანი აბდულა რიაიატუდინ ელ მუსტაფა ბილა შაჰი დღეს თურქეთში პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიწვევით ჩამოვა.

პრეზიდენტის კომუნიკაციების დირექტორატის განცხადებით, „მაღალი დონის კონტაქტებმა იმპულსი შეიძინა მალაიზიასთან მეგობრობის, ურთიერთნდობისა და ხალხების კეთილდღეობის საფუძველზე სწრაფად განვითარებადი ურთიერთობების კონტექსტში“.

ამ ფარგლებში მალაიზიის პრემიერ მინისტრი ისმაილ საბრი იაკუბი თურქეთს ეწვია ივლისში და ამასთან დაკავშირებით ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები „ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის“ დონეზე ამაღლდა.

სულთან აბდულა შაჰის ვიზიტი, რომელიც დღეს დაიწყება დედოფალ ტუნკუ აზიზა ამინაჰ მაიმუნაჰ ისკანდარიაჰთან ერთად, პირველი ვიზიტია მალაიზიიდან თურქეთში სახელმწიფოს მეთაურის დონეზე თითქმის 30 წლიანი პაუზის შემდეგ.


საკვანძო სიტყვები: #ვიზიტი , #მეფე , #მალაიზია , #თურქეთი

მსგავსი ინფორმაციები