ჰულუსი აქარი: „ვიმედოვნებთ, რომ ეგეოსი და ხმელთაშუა ზღვა იქნება მეგობრობის ზღვა“

ჰულუსი აქარი: „ვიმედოვნებთ, რომ ეგეოსი და ხმელთაშუა ზღვა იქნება მეგობრობის ზღვა“

1867033
ჰულუსი აქარი: „ვიმედოვნებთ, რომ ეგეოსი და ხმელთაშუა ზღვა იქნება მეგობრობის ზღვა“

ეროვნული თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აქარმა განაცხადა: „ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ეგეოსი და ხმელთაშუა ზღვა იქნება მეგობრობის ზღვა“.

ჰულუსი აქარმა აღნიშნული განცხადება გუშინ, ერთ-ერთ პროგრამაში მონაწილოების დროს განაცხადა. აქარმა განაცხადა, რომ ყველამ უნდა იცოდეს, რომ თურქეთი ძლიერი, საიმედო და ეფექტური მოკავშირეა.

„მშვიდობისა და სტაბილურობისთვის, ჩვენ ვუსურვებთ ეგეოსსა და ხმელთაშუა ზღვას, რომ იყოს მეგობრობის ზღვა. ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს დავიცვათ თურქეთისა და ჩვენი ძმების უფლებები, კანონები და ინტერესები კვიპროსზე, მადლობა ღმერთს, ჩვენ ამის ძალა შეგვწევს“, განაცხადა აქარმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ  საბერძნეთის მარცხით დასრულებული დიდი გამარჯვების (30 აგვისტო) 100 წლისთავი დიდი ზეიმით აღინიშნება რა, საბერძნეთმა ისტორიიდან გაკვეთილები უნდა მიიღოს და ახალ ოცნებებს თავი დაანებოს.

თავდაცვის მინისტრმა პროგრამაზე, სირიაში შესაძლო ახალი ანტიტერორისტული ოპერაციის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ რეგიონში ტერორისტების ადგილი არ არის და ისინი არ დარჩებიან გულგრილები და უმოქმედო მსგავსი ფაქტების მიმართ.

მან ბოლოს, რუსეთ-უკრაინის ომზეც გაამახვილა ყურადღება და დასძინა, რომ ომის დაწყებიდან ორივე მხარესთან აწარმოებს დიალოგს. თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ მონტრეს ხელშეკრულების ფარგლებში (1936 წ.) ისინი ცდილობდნენ შავი ზღვის მოსაზღვრე ქვეყნებში მშვიდობიანი და კეთილმეზობლური ურთიერთობა უზრუნველყონ.



მსგავსი ინფორმაციები