ჰულუსი აქარმა მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

ჰულუსი აქარმა მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

1865502
ჰულუსი აქარმა მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

ეროვნული თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აქარმა განაცხადა: „იმ რეგიონებში სადაც ტერორისტები არიან გამაგრებული, ჩვენს მიერ განხორციელებული ოპერაციების მიზანი, ამ რეგიონებში შეჭრა არ არის. ჩვენ ვებრძვით ტერორისტებს. ჩვენი ერთადერთი სამიზნე ტერორისტები არიან. ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას მათ წინააღმდეგ.

ჰულუსი აქარმა დედაქალაქ ანკარაში გამართულ ელჩების მე-13 კონფერენციაზე ისაუბრა.

მინისტრის განცხადებით, ერაყის ჩრდილოეთში წარმოებული „კლანჭი-ბლოკირება“ სახელწოდების  ანტიტერორისტული ოპერაციის ფარგლებში უკვე, 311 ტერორისტის განეიტრალება მოხდა. მინისტრის განცხადებით, თურქეთის შეიარაღებული ძალების სამიზნე ყველა ის ადგილია, სადაც ტერორისტები ბინადრობენ.

მინისტრმა აქარმა მარცვლეულის კრიზისზეც გაამახვილა ყურადღება და დასძინა: „მართალია ომი მიმდინარეობს, მაგრამ ეს ჰუმანიტარული საკითხი გადასაწყვეტია. ერთობლივი კონტროლი ტარდება. ძალიან კარგად მიდის. აქამდე ნაღმების პრობლემა არ ყოფილა. ვიმედოვნებთ, რომ მარცვლეულის კრიზისი მოგვარება, მშვიდობის დამყარებასაც შეუწყობს ხელს. ამ ყველაფერში თურქეთის დიპლომატიამ დიდი წვლილი შეიტანა“.



მსგავსი ინფორმაციები