პრეზიდენტმა ერდოღანმა მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

პრეზიდენტი: „თურქეთი მხარს უჭერს პალესტინის ხალხს და მის ძმებს ღაზაში“

1865159
პრეზიდენტმა ერდოღანმა მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი დგას პალესტინელი ხალხის და მათი ღაზაელი ძმების გვერდით.

პრეზიდენტმა ერდოღანმა დედაქალაქ ანკარაში გამართულ ელჩების მე-13 კონფერენციაზე ისაუბრა.

„არავითარი გამართლება არ შეიძლება ჰქონდეს ბავშვების მკვლელობას.  თურქეთი დგას პალესტინელი ხალხის და მათი ღაზაელი ძმების გვერდით“, განაცხადა პრეზიდენტა ერდოღანმა.

პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლის დროს, სირიაში შესაძლო ახალი სამხედრო ოპერაციის შესახებაც ისაუბრა და დასძინა: „ჩვენი გადაწყვეტილება, რომ 30 კილომეტრი სიღრმის უსაფრთხოების ხაზი დავამყაროთ ჩვენი ქვეყნის სამხრეთ საზღვრის გასწვრივ (სირიასთან), უცვლელი რჩება. ჩვენ მალე გავაერთიანებთ ამ უსაფრთხოების ქამრის რგოლებს, ბოლო ტერიტორიების გასუფთავებით, სადაც ტერორისტული ორგანიზაცია ბუდობს“.  

პრეზიდენტმა ერდოღანმა ბოლოს, სომხეთის მხრიდან აზერბაიჯანის მიმართ განხორციელებული პროვოკაციული ქმედებებიც შეაფასა და აღნიშნა: „მე მჯერა, რომ ჩვენი რეგიონი დასტაბილურდება, თუ სომხეთი სწორად წაიკითხავს მოვლენებს და უპასუხებს აზერბაიჯანისა და თურქეთის გულწრფელ მოწოდებებს“.



მსგავსი ინფორმაციები