მევლუთ ჩავუშოღლუ ისმაილ ჰანიეს ტელეფონით ესაუბრა
მევლუთ ჩავუშოღლუ ისმაილ ჰანიეს ტელეფონით ესაუბრა
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ, ჰამასის ბიუროს ხელმძღვანელ ისმაილ ჰანიეს ტელეფონით ესაუბრა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ჩავუშოღლუმ და ჰენიემ სატელეფონო საუბრის დროს, ისრაელის საჰაერო თავდასხმები ბლოკადაში მოქცეულ ღაზას სექტორზე და იერიში ალ-აქსას მეჩეთზე, განიხილეს.
მეორეს მხრივ, საგარეო საქმეთა სამინისტროდან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მევლუთ ჩავუშოღლუმ სატელეფონო საუბარი გამართა, ერაყის თურქმენული ფრონტის პრეზიდენტ ჰასან თურანთან. სატელეფონო საუბართან დაკავშირებით ჩავუშღლუ სოციალურ ქსელ, Twitter-ის ანგარიშიდან გავრცელებულ განცხადებაში იუწყება, რომ მათ რეგიონში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები, ერაყის და თურქმენების მშვიდობის და სტაბილურობისთვის გადასადგმელი ნაბიჯები განიხილეს. ჩავუშოღლუმ, ჰასან თურანს განუცხადა, რომ თურქეთი თურქმენების გვერდითაა.