ჰულუსი აქარი ლოიდ ოსტინს და ალექსანდრე კუბრაკოვს ტელეფონით ესაუბრა

ჰულუსი აქარი ლოიდ ოსტინს და ალექსანდრე კუბრაკოვს ტელეფონით ესაუბრა

1859380
ჰულუსი აქარი ლოიდ ოსტინს და ალექსანდრე კუბრაკოვს ტელეფონით ესაუბრა

თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრი ჰულუსი აქარი, ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრ ლოიდ ოსტინს ტელეფონით ესაუბრა. ეროვნული თავდაცვის სამინისტროდან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჰულუსი აქარა-ლოიდ ოსტინს შორის გამართული სატელეფონო საუბრის დროს ორმხრივი, რეგიონალური, უკრაინიდან მარცვლეულის გადაზიდვის, ტერორიზმთან ბრძოლის, თურქეთ-საბერძნეთის ურთიერთობების და F-16-ების მიწოდების საკითხები იქნა განხილული.

მეორეს მხრივ, სამინისტროდან გავრცელებული ინფორმაციით, ჰულუსია არაქმა ასევე სატელეფონო საუბარი გამართა უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრთან ალექსანდრე კუბრაკოვთან. სატელეფონო საუბრის დროს მინისტრებმა, მარცვლეულის გადაზიდვის, რომელიც მიმდინარე კვირას უნდა დაიწყოს, საკითხები განიხილეს. აქარმა სატელეფონო საუბრის დროს კიდევ ერთხელ მტკიცედ აღნიშნა, რომ ამ საკითხთან მიმართებაში თურქეთი მასზე დაკისრებულ ვალდებულებას აუცილებლად შეასრულებს.

სატელეფონო საუბრის დროს ჰულუსი აქარმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ერთობლივ საკოორდინაციო ცენტრში მუშაობა ინტენსიურად გრძელდება.



მსგავსი ინფორმაციები