პრეზიდენტი ერდოღანი ხვალ ირანს ეწვევა

პრეზიდენტი ერდოღანი ხვალ ირანს ეწვევა

1855977
პრეზიდენტი ერდოღანი ხვალ ირანს ეწვევა

პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, ირანის პრეზიდენტის იბრაჰიმ რაისის მიწვევით ხვალ ამ ქვეყანას ეწვევა.

პრეზიდენტის კომუნიკაციების დეპარტამენტიდან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თურქეთ-ირანის უმაღლესი დონის თანამშრომლობის საბჭოს მეშვიდე შეხვედრა, პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის და ირანის პრეზიდენტ იბრაჰიმ რაისის მონაწილეობით, 19 ივლისს ირანის დედაქალაქ თეირანში გაიმართება. ამავე ინფორმაციით, საბჭოს სხდომაზე თურქეთ-ირანის ურთიერთობები განიხილება ყველა ასპექტში და ასევე განიხილება, სამომავლოდ გადასადგმელი ნაბიჯებიც.

მეორეს მხრივ, პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, ირანში ვიზიტის ფარგლებში, ასტანის ფორმატში მეშვიდე სამმხრივი სამიტის შეხვედრას, რომელსაც ასევე, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინიც დაესწრება,  მიიღებს მონაწილეობას.  

სამმხრივ შეხვედრაზე, სირიაში განვითარებული ბოლო მოვლენები და PKK/YPG-ს და DEAŞ-ის ჩათვლით, ყველა ტერორისტული ორგანიზაციების წინააღმდეგ ბრძოლის საკითხები და სხვა რეგიონალური თემები იქნება განხილული.

პრეზიდენტი ერდოღანი ირანში ვიზიტის ფარგლებში თავის რუს კოლეგა, ვლადიმერ პუტინთანაც გამართავს პირისპირ შეხვედრას.



მსგავსი ინფორმაციები