თურქეთი, ფინეთი და შვედეთი შეთანხმდნენ

თურქეთი, ფინეთი და შვედეთი შეთანხმდნენ

1849485
თურქეთი, ფინეთი და შვედეთი შეთანხმდნენ

ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში გამართულ ოთხთა სამიტზე თურქეთმა მიიღო ის, რაც სურდა.

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, ფინეთის პრეზიდენტი საული ნიინისტო, შვედეთის პრემიერ-მინისტრი მაგდელენა ანდერსონი და ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ოთხმხრივ შეხვედრაზე შეხვდნენ ერთმანეთს.

პრესისათვის დახურულ ფორმატში გამართული შეხვედრის შემდეგ თურქეთმა მიაღწია იმის მიღებას, რაც სურდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ მხარეებს შორის მიღწეულ მემორანდუმს ხელი, თურქეთის, ფინეთისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მოაწერეს.

საკითხთან დაკავშირებით გავრცელებულ ერთობლივ დეკლარაციაში კი აღინიშნა: „ფინეთი და შვედეთი მკაფიოდ და ცალსახად გმობენ ყველა ტერორისტული ორგანიზაციის მიერ თურქეთის წინააღმდეგ განხორციელებულ თავდასხმებს. ფინეთი და შვედეთი იღებენ ვალდებულებას აღკვეთონ PKK-ს და ყველა სხვა ტერორისტული ორგანიზაციის და მასთან დაკავშირებული პირების საქმიანობა“.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ სამივე ქვეყანამ გადაწყვიტეს გაზარდონ თანამშრომლობა ტერორისტული ორგანიზაციების საქმიანობის აღკვეთის მიზნით და რომ ფინეთი და შვედეთი სწრაფად განიხილავენ ტერორიზმში ეჭვმიტანილთა დეპორტაციის ან ექსტრადიციის მოთხოვნებს ინფორმაციის გათვალისწინებით.

ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ ფინეთი და შვედეთი, როგორც ნატოს მომავალი მოკავშირეები, არ დაუჭერენ მხარს PYD/YPG-ს და თურქეთში FETÖ-ს სახელით განსაზღვრულ ორგანიზაციას და აღინიშნა, რომ ხსენებულ ორგანიზაციებთან დაკავშირებით კანონმდებლობის არბიტრაჟს განახორციელებენ.

ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ თურქეთი, ფინეთი და შვედეთი ეროვნული იარაღის მიმართ ემბარგოს აღარ დააწესებენ.



მსგავსი ინფორმაციები