თურქეთ-საუდის არაბეთის ერთობლივი განცხადება

თურქეთ-საუდის არაბეთის ერთობლივი განცხადება

1847064
თურქეთ-საუდის არაბეთის ერთობლივი განცხადება

პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის მოწვევით ოფიციალური ვიზიტით თურქეთში მყოფ საუდის არაბეთის მემკვიდრე, პრინც მუჰამედ ბინ სალმან ალ საუდისთან გამართული შეხვედრის შემდეგ, ორი ქვეყნის ხელმოწერით ერთობლივი განცხადება გავრცელდა.

ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია: „შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორმხრივ ურთიერთობებში თანამშრომლობის ახალი ეპოქის დაწყების გადაწყვეტილებას, მათ შორის პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სამხედრო და უსაფრთხოების სფეროში“.

ერთობლივ განცხადებაში, ასევე ხაზგასმულია მხარეების გადაწყვეტილება, განავითარონ და შეინარჩუნონ თანამშრომლობა ისტორიული ძმობის საფუძველზე, რათა ემსახურონ რეგიონის სტაბილურობას, ვაჭრობის ხელშეწყობას, საინვესტიციო შესაძლებლობების კვლევას და კომუნიკაციის გაზრდას, ერთობლივად იქნას განხილული კონკრეტული პრობლემები და შესაბამისი გადაწყვეტილებაც პარტნიორობის სულისკვეთებით იქნას მიღებული.

საუდის არაბეთის მემკვიდრე, პრინც მუჰამედ ბინ სალმან ალ საუდიმ კი პრეზიდენტ, რეჯეფ თაიფ ერდოღანს თბილი და კეთილგანწყობილი მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა.



მსგავსი ინფორმაციები