ჩავუშოღლუ სიტყვით გამოვიდა „თურქეთის საინიციატივო და ჰუმანიტარული საგარეო პოლიტიკის კონფერენციაზე“

მევლუთ ჩავუშოღლუ სიტყვით გამოვიდა „თურქეთის საინიციატივო და ჰუმანიტარული საგარეო პოლიტიკის კონფერენციაზე“

1843422
ჩავუშოღლუ სიტყვით გამოვიდა „თურქეთის საინიციატივო და ჰუმანიტარული საგარეო პოლიტიკის კონფერენციაზე“

მევლუთ ჩავუშოღლუ სიტყვით გამოვიდა „თურქეთის საინიციატივო და ჰუმანიტარული საგარეო პოლიტიკის კონფერენციაზე“, რომელიც გაიმართა ბინგოლის უნივერსიტეტში.

ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ თურქეთი მდებარეობს სამი ძირითადი კონტინენტის ცენტრში და დაამატა: "ჩვენ ვართ შავი ზღვის, ბალკანეთის, ახლო აღმოსავლეთის და ხმელთაშუა ზღვის ქვეყანა. ჩვენ ვართ იმ ცენტრში, რომელიც ვრცელდება კავკასიიდან აფრიკამდე. ამიტომ, ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან ძლიერები ასეთ ცენტრში. მსოფლიო კრიზისების და კონფლიქტების 60 პროცენტი ჩვენს რეგიონშია. ეს პირდაპირ ჩვენ გვეხება. მიუხედავად ყველა ამ სირთულისა, თუნდაც იმით, რაც ამ სირთულეებმა გვასწავლა, თურქეთი გახდა ქვეყანა, რომელმაც გაზარდა თავისი რეგიონალური ძალა“.

საგარეო საქმეთა მინისტრმა დასძინა, რომ თურქეთი გლობალური მოთამაშე გახდა, საგარეო პოლიტიკის თემა მრავალი ქვეყანაა და საკითხები, რომელთა მოგვარებაც საჭიროა, არის ბევრი და დიდი.



მსგავსი ინფორმაციები