თურქეთმა მკაცრად დაგმო გერმანიის უსაფუძვლო განცხადებები

თურქეთმა მკაცრად დაგმო გერმანიის უსაფუძვლო განცხადებები

1836387
თურქეთმა მკაცრად დაგმო გერმანიის უსაფუძვლო განცხადებები

თურქეთმა მკაცრად დაგმო გერმანიის უსაფუძვლო განცხადებები. საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა თანჯუ ბილგიჩმა, გერმანიის მთავრობის პრესსპიკერის ვოლფგანგ ბუხნერის თურქეთის შესახებ გაკეთებულ უსაფუძვლო განცხადებებს წერილობითი განცხადებით უპასუხა.

„გერმანიის მხრიდან საბერძნეთის პროვოკაციულ ხაფანგში ჩავარდნა და ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ცილისწამების კამპანიაში მონაწილეობა მიუღებელია. საბერძნეთი ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, რომელიც აცხადებს, რომ მას აქვს უფრო ფართო საჰაერო სივრცე, ვიდრე ტერიტორიული წყლები. ნატოს მოკავშირე საბერძნეთი, რომელიც ცდილობს ჩვენივე საჰაერო სივრცეში ჩვენი თვითმფრინავების შევიწროებას, ამას ჩვენ არ დავუშვებთ. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი სუვერენიტეტის დაცვას ჩვენი ქვეყნის და საერთაშორისო საჰაერო სივრცეში. თუ არსებობს აქტორი, რომელიც საფრთხეს უქმნის მისი მეზობლის სუვერენიტეტს, რეგიონულ უსაფრთხოებას და სტაბილურობას, ეს არის საბერძნეთი. ფაქტობრივად, საბერძნეთი 1923 წლის ლოზანისა და 1947 წლის პარიზის სამშვიდობო ხელშეკრულებების საწინააღმდეგოდ, ჩვენს ქვეყანასთან ახლოს მდებარე კუნძულების იარაღით მომარაგებას ახდენს და ინარჩუნებს თავის უკანონო და უთანასწორო პოზიციას, რომ მას შეუძლია ცალმხრივად გააფართოოს ეგეოსის ტერიტორიული წყლები. მათი ეს დამოკიდებულება არასამართლიანი და უკანონო ქმედებაა. თურქეთს თვალი არავის მიწაზე არ აქვს. თუმცა, ჩვენ არ უნდა ველოდოთ, რომ საბერძნეთის მიერ განიარაღების შესახებ საერთაშორისო ხელშეკრულებების ძალიან მკაფიო დებულებების დარღვევით ჩვენი ხალხის უსაფრთხოებას საფრთხე დაემუქრება. ჩვენ ველით, რომ გერმანია მოუწოდებს საბერძნეთს იმოქმედოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად, ვიდრე მიკერძოებული განცხადებების გაკეთება, რომელიც არ შეესაბამება ალიანსის სულისკვეთებას“.

შეგახსენებთ, რომ გერმანიის მთავრობის პრესსპიკერი ვოლფგანგ ბუხნერიმ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ თურქეთმა საბერძნეთის საჰაერო სივრცე დაარღვია.



მსგავსი ინფორმაციები