პრეზიდენტმა ერდოღანმა მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

პრეზიდენტმა ერდოღანმა მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

1833827
პრეზიდენტმა ერდოღანმა მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთში ტერორიზმით და შანტაჟით მართული პოლიტიკის პერიოდი დასრულდა.

პრეზიდენტმა ერდოღანმა ამის შესახებ, დემოკრატიისა და თავისუფლების კუნძულზე (იასიადა) ადნან მენდერესის კონგრეს ცენტრში, 27 მაისი გადატრიალების 62-ე წლისთავთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

„ჩვენს ერთან ერთად, ჩვენ ხელი მოვაწერეთ დემოკრატიის ერთ-ერთ უდიდეს გამარჯვებას ჩვენს ისტორიაში, 15 ივლისს (2016 წლის ფეთჰულაჰის  ტერორისტული ორგანიზაციის გადატრიალების მცდელობა). გაზეთების სათაურებით პოლიტიკური დღის წესრიგის შეცვლას ვეღარავინ შესძლებს. ყველამ კარგად უნდა იცოდეს, რომ თურქეთი დემოკრატიული და სამართლებრივი ქვეყანაა. ეს არის სახელმწიფო, სადაც სუვერენიტეტი უპირობოდ ერს ეკუთვნის,“ - განაცხადა პრეზიდენტმა ერდოღანმა.

მან ბლოს კიდევ ერთხელ მტკიცედ აღნიშნა, რომ ანტიტერორისტული ოპერაციები როგორც ერაყის ჩრდილოეთში, ასევე სირიაში, მშვიდობის წყაროს რეგიონში მთელი სიმტკიცით გრძელდება.



მსგავსი ინფორმაციები