ჰულისი აქარი: „ერაყის ჩრდილოეთში 100-ზე მეტი ტერორისტი იქნა ლიკვიდირებული“

ჰულისი აქარი: „ერაყის ჩრდილოეთში 100-ზე მეტი ტერორისტი იქნა ლიკვიდირებული“

1832442
ჰულისი აქარი: „ერაყის ჩრდილოეთში 100-ზე მეტი ტერორისტი იქნა ლიკვიდირებული“

თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აქარმა განაცხადა, რომ მათი შეიარაღებული ძალების მხრიდან ერაყის ჩრდილოეთში წარმოებული ანტიტერორისტული ოპერაცია სახელწოდებით, „კლანჭი-ბლოკირების“ ფარგლებში დღემდე განეიტრალებულ ტერორისტთა რაოდენობა 100-ს გასცდა. მინისტრის განცხადებითვე, რეგიონში ანტიტერორისტული ოპერაციები, ბოლო ტერორისტის ლიკვიდირებამდე, უწყვეტლივ გაგრძელდება.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ზემოთ აღნიშნული ოპერაციის ფარგლებში ტერორისტების მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად 5 თურქი ჯარისკაცი შეჰიდი (მოწამე) გახდა.



მსგავსი ინფორმაციები