15 წლის შემდეგ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ისრაელს ეწვია

15 წლის შემდეგ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ისრაელს ეწვია

1832214
15 წლის შემდეგ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ისრაელს ეწვია

თურქეთიდან ისრაელში, 15 წლიანი პაუზის შემდეგ საგარეო საქმეთა მინისტრის დონეზე მევლუთ ჩავუშოღლუ ჩავიდა. ჩავუშოღლუმ ვიზიტის ფარგლებში, ჰოლოკოსტის (ებრაელთა გენოციდის) ისტორიის მუზეუმიც მოინახულა.

მევლუთ ჩავუშოღლუ ისრაელში ვიზიტის ფარგლებში თავის კოლეგა, იაირ ლაპიდს შეხვდა. პირისპირ და დელეგაციებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ჩავუშოღლუმ განაცხადა: „განსახვავებული პოლიტიკური ხედვების მიუხედავად მდგრადი დიალოგის გაგრძელება, ისრაელთან მომგებიანი იქნება. რა თქმა უნდა ეს უნდა ეფუძნებოდეს ერთმანეთის სენსიტიურობის ურთიერთპატივისცემას. ეს იქნება მომგებიანი არა მხოლოდ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობებისთვის, არამედ ჩვენს რეგიონში მშვიდობისთვის“.

პრესკონფერენციაზე იაირ ლაპიდმა კი განაცხადა, რომ თავის თურქ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ ისინი, ერთობლივი (თურქეთი-ისრაელის) ეკონომიკური კომისიის ინიციატივის განახლებაზე შეთანხმდნენ.



მსგავსი ინფორმაციები