პრეზიდენტი ერდოღანი: „ჩემთვის მიცოტაკისი აღარ არსებობს“

პრეზიდენტი ერდოღანი: „ჩემთვის მიცოტაკისი აღარ არსებობს“

1831147
პრეზიდენტი ერდოღანი: „ჩემთვის მიცოტაკისი აღარ არსებობს“

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მწვავე რეაქცია გამოხატა საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის კირიაკოს მიცოტაკისის მიმართ…

პრეზიდენტმა ერდოღანმა თქვა: „ჩვენ ღირსეულ პოლიტიკოსებთან ერთად ვივლით, რომლებიც სიტყვას ასრულებენ“ და დაამატა: „ჩემთვის მიცოტაკისი აღარ არსებობს“.

პრეზიდენტმა ერდოღანმა მინისტრთა კაბინეტის სხდომის დასრულების შემდეგ განცხადებები გააკეთა.

პრეზიდენტი თავის გამოსვლაში საბერძნეთთან ურთიერთობს შეეხო და განაცხადა: „ფეთულაჰის ტერორისტული ორგანიზაციის (FETÖ) წევრების მარშრუტი ევროპისკენ ახლა საბერძნეთი არ არის? ამჟამად საბერძნეთში 10-მდე (ამერიკული) ბაზაა. რატომ იქმნება ეს ბაზები საბერძნეთში? არის საბერძნეთი, რომელსაც ამჟამად ევროპის ქვეყნების 400 მილიარდი ევროს ვალი აქვს. ჩვენ მათ შევხვდით (მარტში სტამბოლში). შეხვედრაზე შევთანხმდით, რომ ჩვენ შორის მესამე ქვეყნებს არ ჩავაყენებდით“.

ერდოღანმა ისაუბრა საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის გასულ კვირას ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტზე და აღნიშნა: „სენატში, თურქეთის წინააღმდეგ ყველაფერი გააკეთა და თქვა: „არ მისცეთ F-16-ები თურქეთს“. „აშშ არ გადაწყვეტს F-16-ების საკითხს მიცოტაკისის ნათქვამის მიხედვით... ჩვენ ვაპირებდით საბერძნეთთან სტრატეგიული საბჭოს სხდომის გამართვას. უკვე მიცოტაკისი ჩემთვის აღარ არსებობს. მე არასოდეს დავთანხმდები მასთან ასეთ შეხვედრას. ამის შემდეგ თავად იფიქროს მომავალზე“. - განაცხადა მან.



მსგავსი ინფორმაციები