პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სტამბოლში ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სტამბოლში ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა

1829803
პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სტამბოლში ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სტამბოლში ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ დასმულ შეკითხვაზე განაცხადა: „ახლა მათ შექმნეს სხვა საფარი ევროკავშირის მიერ PKK-ს ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებისთვის. მათ თქვეს, რომ ისინი მას ტერორისტულ ორგანიზაციად თვლიან, რატომ არ აღიარებთ YPG-ს ტერორისტულ ორგანიზაციად. YPG არის ტერორისტული ორგანიზაცია, რომელიც PKK-მ გააჩინა. ამერიკის შეერთებული შტატებიც კი აძლევს მათ ბევრ შესაძლებლობას მოლაპარაკების ეტაპზე. ატარებენ თუ არა ეს ტერორისტული ორგანიზაციები ყველა სახის დემონსტრაციას გერმანიის თაოსნობით შვედეში, საფრანგეთში? ატარებენ. ორმხრივ შეხვედრებზე მათ ყოველთვის ვეუბნებოდით ამის შესახებ და ვაძლევდით დოკუმენტებს: ნახეთ, ისინი ტერორისტული ორგანიზაციაა, მათი დანაშაული აშკარაა. (ერაყში) ქანდილის მათ ცენტრად  გადაქცევა PKK/YPG-ს უდაო ტერორია, მაგრამ დასავლეთი, სამწუხაროდ, მათ მალავს. როცა ვამბობთ, მოგვეცით ეს ტერორისტები, არ გვაძლევენ. რაც საჭიოა, ჩვენ გავაგრძელებთ მის გაკეთებას.”

ერდოღანმა ასევე ისაუბრა შვედეთისა და ფინეთის ნატოში გაწევრიანების პროცესზე და დასძინა: „დღეს ვრცელი საუბარი გვქონდა ჰოლანდიის პრემიერ მინისტრთან (მარკ რუტესთან). ხვალ დიდ ბრიტანეთს ფინეთს აქვს საუბრის მოთხოვნა. ასევე, გვექნება საუბარი ნატოს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან. ჩვენ ამას გავაკეთებთ იმისთვის, რომ სატელეფონო დიპლომატია არ შეწყდეს. ვინაიდან ჩვენ გვაქვს ამ ტერორისტული ორგანიზაციების ყველა დოკუმენტი და ამის მსხვერპლნი ვართ, თუ ვიცით ნატოს სენსიტიურობის შესახებ ტერორიზმის წინააღმდეგ, ვერ ვიტყვით "დიახ" ასეთი ტერორისტული ორგანიზაციის ნატოში მიღებაზე. იგივეს ვფიქრობ შვედეთისა და ფინეთის შესახებ. ისინი მათ ასაუბრებენ საკუთარ პარლამენტებში, აძლევენ შესაძლებლობებს, აწვდიან იარაღს და საბრძოლო მასალას. უკაცრავად, მაგრამ ვერ ვეტყვით „დიახ“-ს ამ ტერორისტული ორგანიზაციების ნატოში შესვლას“.


საკვანძო სიტყვები: #ერდოღანი , #პრეზიდენტი

მსგავსი ინფორმაციები