კოლუმბიის პრეზიდენტი დღეს თურქეთში ჩამოვა
კოლუმბიის პრეზიდენტი, ივან დუკე მარკესი, პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მოწვევით დღეს თურქეთში ჩამოვა

კოლუმბიის პრეზიდენტი, ივან დუკე მარკესი, პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მოწვევით დღეს თურქეთში ჩამოვა.
პრეზიდენტის კომუნიკაციების დირექტორატის განცხადების თანახმად, მარკესი ერდოღანის მოწვევით 20-22 მაისს თურქეთში სამუშაო ვიზიტით ჩამოვა.
ვიზიტის დროს გასამართ შეხვედრებზე ყველა კუთხით იქნება განხილული თურქეთ-კოლუმბიას შორის არსებული ურთიერთობები და თანამშრომლობის განვითარებისათვის გადასადგმელი ნაბიჯები.
ვიზიტის ფარგლებში დღის წესრიგში იქნება ასევე შეთანხმებების ხელმოწერა, რომლებიც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაში.
შეხვედრებზე ასევე გათვალისწინებულია როგორც ორმხრივ ურთიერთობებზე ასევე აქტუალურ რეგიონულ და საერთაშორისო საკითხებზე აზრთა გაცვლა.
მსგავსი ინფორმაციები

პრეზიდენტი ერდოღანი ოფიციალური ვიზიტით პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადში გაემგზავრა
პრეზიდენტი ერდოღანი ოფიციალური ვიზიტით პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადში გაემგზავრა