რა შემთხვევაში დათანხმდება თურქეთი ახალი წევრების ნატოში გაწევრიანებას?

ერდოღანი: „ნატოს გაფართოება, ჩვენი მგრძნობიარობის პატივისცემისთვის მნიშვნელოვანია“

1828867
რა შემთხვევაში დათანხმდება თურქეთი ახალი წევრების ნატოში გაწევრიანებას?

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქვეყნები, რომლებიც არ გადასცემენ ტერორისტებს თურქეთს,  მათი ნატოში გაწევრიანების საკითხზე არ შეუძლიათ თქვან „დიახ“.

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა,  სამართლიანობისა და განვითარების პარტიის (AKP)  დიდ ეროვნული მეჯლისში არსებული ჯგუფის შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას დღის წესრიგთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა.

„ნატოს გაფართოება, ჩვენი მგრძნობიარობის პატივისცემისთვის მნიშვნელოვანია. ჩვენ ველით, რომ მათ გაიგებენ თურქეთის ძალისხმევას თავისი საზღვრების დასაცავად. თქვენ (ფინეთი და შვედეთი) არ მოგვცემთ ტერორისტებს, მაშინ ჩვენგან ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მხარდაჭერას ნუ მოელით. სეპარატისტული ტერორისტული ორგანიზაციის PKK-ის მხარდაჭერა და წევრობის მხარდაჭერის მოთხოვნა არათანმიმდევრულია. ქვეყნები, რომლებიც არ გვაძლევენ ტერორისტებს, ნატოში მათ გაწევრიანებასთან დაკავშირებით ვერ ვიტყვით „დიახ“. მე ადრეც განვაცხადე, ფინეთი და შვედეთი მომავალი კვირის ორშაბათ დღეს, ჩვენს დასარწმუნებლად თურქეთში ჩამოსვლას აპირებენ, ტყუილად ნუ დაიღლებით. ტერორისტული ორგანიზაციის წევრები ისევ დასეირნობენ შვედეთში. მინდა კიდევ ერთხელ მტკიცედ ავღნიშნო, ჩვენ არ გვაქვს თვალი არავის მიწაზე მაგრამ, საფრთხე, რომელიც დაემუქრება ჩვენს ქვეყანას, მას ადგილზევე გავანადგურებთ“, განაცხადა პრეზიდენტმა ერდოღანმა.



მსგავსი ინფორმაციები