თურქეთში შვედი დიპლომატების დელეგაცია ჩამოვა

შვედეთის მთავრობამ განაცხადა, რომ ნატო-ში გაწევრიანების განსახილველად თურქეთში დიპლომატების დელეგაციის გაგზავნა გადაწყვიტა

1827374
თურქეთში შვედი დიპლომატების დელეგაცია ჩამოვა

შვედეთის მთავრობამ განაცხადა, რომ ნატო-ში გაწევრიანების განსახილველად თურქეთში დიპლომატების დელეგაციის გაგზავნა გადაწყვიტა.

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ენ ლინდემ განაცხადა, რომ ძალიან მალე დელეგაცია გაიგზავნება დედაქალაქ ანკარაში, რათა განიხილოს ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანების შესახებ მმართველი სოციალ-დემოკრატიული პარტიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

ლინდემ ასევე შეაფასა შვედეთის ნატოში გაწევრიანების წინააღმდეგ რუსეთის რეაქცია და აღნიშნა:  „რუსეთმა დაარღვია ჩვენი საჰაერო სივრცე, აწარმოეს დეზინფორმაციული კამპანია, რომ ჩვენ ნაცისტები ვართ. გაიზრდება კიბერშეტევები და იქნება მობილურობა ჩვენს საზღვარზე“.

სოციალ-დემოკრატიული პარტიის ხელმძღვანელობის გუშინდელ სხდომაზე ნატო-ში გაწევრიანებაზე განაცხადის შეტანა გადაწყდა.

მეორეს მხრივ, საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ, რომელიც გერმანიის დედაქალაქ ბერლინში ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეხვედრაზე ლინდეს შეხვდა, ხაზგასმით აღნიშნა, რომ შვედეთი და ფინეთი ღიად უჭერენ მხარს სეპარატისტულ ტერორისტულ ორგანიზაციას PKK/YPG-ს.

”ეს, თავის მხრივ, უარყოფითად მოქმედებს ჩვენი ხალხის გრძნობებზე, ჩვენს თვალწინ, მიუხედავად ჩვენი გაფრთხილებისა. ამიტომ, ქვეყანამ, რომელიც გახდება მოკავშირე, არ უნდა დაუჭიროს მხარი PKK/YPG-ს, ტერორისტულ ორგანიზაციას, რომელიც ყოველდღე თავს გვესხმის, კლავს ჩვენს ჯარისკაცებს, ჩვენს პოლიციას და ჩვენს მშვიდობიან მოქალაქეებს“. - განაცხადა ჩავუშოღლუმ.


საკვანძო სიტყვები: #თურქეთი , #ნატო , #შვედეთი

მსგავსი ინფორმაციები