აქტუალური თემის ანალიზი 37-2022
თურქეთის ბრძოლა ტერორიზმთან

აქტუალური თემის ანალიზი 37-2022
თურქეთის ბრძოლა ტერორიზმთან
გაზაფხულისა და ზაფხულის დადგომასთან ერთად სეზონური პირობების მომწიფება ახალ იმპულსს მოიტანს თურქეთის ტერორიზმთან ბრძოლაში. ერაყის ჩრდილოეთში ოპერაცია „კლანჭი-ბლოკირება“-ს მიმდინარეობასთან ერთად სირიის სკონტაქტო ხაზზე ტერორისტული ორგანიზაციის წევრებზე თავდასხმები ხდება. თურქეთის შიგნით კი PKK-ს წინააღმდეგ გაწმენდითი ოპერაციები, რომელიც ახლა ბოლო წერტილამდეა მიყვანილი, გრძელდება. აღრიში PKK-ას 11 წევრის განეიტრალება მნიშვნელოვანია, რადგან ეს აჩვენებს, რომ ორგანიზაციას აღარ აქვს ინფრასტრუქტურა თურქეთში, რომელსაც ჩაეჭიდება.
ამ თემაზე გთავაზობთ პოლიტიკური, ეკონომიკური და საზოგადოებრივი კვლევის ცენტრის SETA-ს საგარეო პოლიტიკის მკვლევარის, ჯან აჯუნის სტატიას, რომელშიც იგი წერს.
თურქეთის სიმტკიცე PKK-ს ტერორიზმთან ბრძოლაში ბოლო წლებში იზრდება და სამხედრო ოპერაციებმა, რომლებიც უსაფრთხოების ახალი დოქტრინის შესაბამისად გრძელდება, როგორც ჩანს, სერიოზული შედეგების მოტანა დაიწყო. განსაკუთრებით სოფლებსა და მთიან რეგიონებში დაბანაკებული და ტერორისტული საქმიანობის მწარმოებელი ტერორისტული ორგანიზაციის ინფრასტრუქტურა მეტწილად ლიკვიდირებულია. ვარაუდობენ, რომ თურქეთში დარჩენილი ტერორისტული ორგანიზაციის წევრების რაოდენობა ასზე ქვემოთ ჩამოვიდა. ბოლოს, აღრის მთაზე 11 ტერორისტის განეიტრალება იმის ნიშანია, რომ PKK-ას წევრების მოძრაობისა და ლოგისტიკური შესაძლებლობები ძირითადად განადგურებულია.
გაზაფხულის დადგომასთან ერთად, სეზონური პირობების მომწიფებამ ახალი იმპულსი შესძინა თურქეთის ტერორიზმთან ბრძოლას. ერაყში ოპერაცია „კლანჭი-ბლოკირებით“ ავაშინ-ბასიანისა და ზაპის ხაზებზე ტერორგანიზაციაზე თავდასხმა ხდება და თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა ამ რეგიონში გაზარდეს თავიანთი დომინირება. ანალოგიურად, ერაყში სხვა რეგიონებშიც ტერორისტული ორგანიზაციის წინააღმდეგ განსაკუთრებით SİHA-ს (შეიარაღებული უპილოტო საფრენი აპარატები) ოპერაციები გრძელდება და ფეშმერგეებიც თურქეთთან კოორდინაციით PKK-ს ვიწრო ტერიტორიებისკენ უბიძგებს. პარალელურად, ცენტრალური ხელისუფლების დაქვემდებარებაში მყოფი ერაყის არმია სინჯარში PKK-ს დაქვემდებარებაში მყოფ YBŞ-ს ელემნტებზე ზეწოლას ახორციელებს და ცდილობს აიძულოს ისინი დატოვონ რეგიონი.
თურქეთის ბრძოლა PKK-ის წინააღმდეგ სირიაში გრძელდება. საკონტაქტო ხაზზე თავდასხმა ხდება YPG-ს ელემენტებზე და SİHA-ს მობილურობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. ტერორისტული ორგანიზაციის ბევრი მნიშვნელოვანი წევრი განეიტრალებულია SİHA-ს მიერ. ასევე შეიძლება ვივარაუდოთ, რომ უკრაინის ომის შედეგად შექმნილი გეოპოლიტიკური შესაძლებლობების გამოყენებით შესაძლოა თურქეთმა მალე დაიწყოს მასშტაბური სამხედრო ოპერაცია ტერორისტული ორგანიზაცია PYD/YPG- ს წინააღმდეგ სირიაში.