ჰულუსი აქარი უკრაინის თავდაცვის მინისტრს, ოლექსი რეზნიკოვს, ტელეფონით ესაუბრა

თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრი, ჰულუსი აქარი, უკრაინის თავდაცვის მინისტრს, ოლექსი რეზნიკოვს, ტელეფონით ესაუბრა

1824891
ჰულუსი აქარი უკრაინის თავდაცვის მინისტრს, ოლექსი რეზნიკოვს, ტელეფონით ესაუბრა

თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრი, ჰულუსი აქარი, უკრაინის თავდაცვის მინისტრს, ოლექსი რეზნიკოვს, ტელეფონით ესაუბრა.

სამინისტროს განცხადებით, საუბარი შეეხო თურქეთის შეიარაღებული ძალების კუთვნილი A400M თვითმფრინავების და უკრაინის პორტებში მყოფი კომერციული გემების თურქეთში უსაფრთხო ტრანსპორტირების უზრუნველყოფას.

საუბრის დროს მინისტრმა აქარმა განაცხადა, რომ აუცილებელია ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტა რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარე ომში, რომელიც 24 თებერვლიდან მიმდინარეობს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ თურქეთი მშვიდობის დამყარებისა და ჰუმანიტარული დახმარების საკითხში, ისევე როგორც დღემდე ამის შემდეგაც ყველაფერს გააკეთებს, რაც შეუძლია.



მსგავსი ინფორმაციები