ჰულუსი აქარმა თავდაცვის მინისტრების შეხვედრა შეაფასა

ჰულუსი აქარმა თავდაცვის მინისტრების შეხვედრა შეაფასა

1818937
ჰულუსი აქარმა თავდაცვის მინისტრების შეხვედრა შეაფასა

ეროვნული თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აქარმა განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ (24 თებერვალი) თურქეთმა ყველა მხარეს აცნობა, რომ მონტრეს ხელშეკრულების ფარგლებში ვერცერთი სამხედრო გემი ვერ გაივლიდა  ბოსფორის სრუტიდან და ასეც მოხდა.

ჰულუსი აქარმა ამის შესახებ გერმანიაში, რამშტაინის სამხედრო ბაზაზე, „უკრაინის თავდაცვისა და უსაფრთხოების საკონსულტაციო ჯგუფის შეხვედრის“ შემდეგ, რომელზეც ესწრებოდნენ ნატო-სა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრები, განაცხადა.

„უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ახლოდან ვაკვირდებით. ჩვენ უნდა გავხსნათ გაზა საკითხის დიპლომატიური გზით მოგვარებისკენ. ამრიგად, მიგვაჩნია, რომ მშვიდობიანი გადაწყვეტილებები უფრო ადვილად მოიძებნება. შეხვედრაზე გვქონდა იმის შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ ნათლად დაგვეფიქსირებინა ჩვენი დამოკიდებულება ამ საკითხთან მიმართებაში. ჩვენმა პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა არაერთხელ გამართა სატელეფონო საუბარი რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინთან და უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკისთან. ჩვენი პრეზიდენტი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ცეცხლის შეწყვეტისათვის ლიდერები პირისპირ შეახვედროს. ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტის ინიციატივით, შესაძლოა უახლოეს მომავალში რუსეთის და უკრაინის ლიდერებმა პირისპირ შეხვედრა გამართონ. როგორც თურქეთი, ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი წვლილის შეტანას ყველაფერში, რაც უნდა გაკეთდეს, მათ შორის შუამავლობაში, რათა თავიდან ავიცილოთ ჰუმანიტარული მდგომარეობის გაუარესება და რაც შეიძლება მალე მოხდეს ცეცხლის შეწყვეტა“, განაცხადა ჰულუსი აქარმა.



მსგავსი ინფორმაციები