ჩავუშოღლუ: „თურქეთი ლათინური ამერიკის ქვეყნებთან ურთიერთობის გაღრმავებას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს“

ჩავუშოღლუ: „თურქეთი ლათინური ამერიკის ქვეყნებთან ურთიერთობის გაღრმავებას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს“

1818884
ჩავუშოღლუ: „თურქეთი ლათინური ამერიკის ქვეყნებთან ურთიერთობის გაღრმავებას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს“
Marta Lucia Ramirez-Mevlut Cavusoglu1.jpg
Marta Lucia Ramirez-Mevlut Cavusoglu.jpg

საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ როგორც თურქეთი, ლათინური ამერიკის ქვეყნებთან ურთიერთობების გაღრმავებას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს.

ჩავუშოღლუმ ამის შესახებ, ოფიციალური ვიზიტით ჩასულ კოლუმბიაში, ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან გამართული შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ჩავუშოღლუმ პრესკონფერენციაზე ხაზგასმით აღნიშნა, რომ მათ  ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების იმპულსის კიდევ უფრო გაზრდა სურთ.

„მოხარულები ვიქნებით მაისის თვეში კოლუმბიის პრეზიდენტ, ივან დუკეს ვუმასპინძლოთ ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ მოვამზადებთ ამ ვიზიტის ნაყოფიერებას ჩემს ძვირფას მეგობარ მარტა ლუსიასთან ერთად. დღეს და ხვალ განვიხილავთ ამ ნაბიჯებს, რომლებსაც გადავდგამთ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების სხვადასხვა სფეროში. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს რეგიონში ამდენი პრობლემაა, უკრაინაში ომი გრძელდება, ჩემი ვიზიტი, რომელიც დიდი ხნის წინ იყო დაგეგმილი, რომ არ გავაუქმეთ, იმის მანიშნებელია თუ რაოდენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ, რეგიონის ქვეყნებთან ურთიერთობას. დაახლოებით 20 წლის წინ ამ რეგიონში ჩვენ მხოლოდ 6 საელჩო გვქონდა, ახლა კი ეს რიცხვი 18-მდე გაიზარდა. რეგიონის ქვეყნებთან ჩვენი სავაჭრო ბრუნვა 1 მილიარდი დოლარიდან უმოკლეს ხანაში 15 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. როგორც ლათინური ამერიკის რეგიონში, ასევე ჩვენს რეგიონში, ხშირად ჩნდება გლობალური პრობლემები, მაგარმ მე მჯერა, რომ თუ ჩვენ ერთად ვიმუშავებთ და ვიმოქმედებთ, ადვილად გადავლახავთ ამ გამოწვევებს“, განაცხადა მევლუთ ჩავუშოღლუმ.

ერთოვლივი პრესკონფერენციის შემდეგ თურქეთსა და კოლუმბიას შორის სხვადასხვა სფეროებში თანამშრომლობის მემორანდუმები იქნა გაფორმებული.



მსგავსი ინფორმაციები