თურქეთი მკაცრად გმობს ჯო ბაიდენის შეფასებას
თურქეთი მკაცრად გმობს ჯო ბაიდენის შეფასებას

თურქეთმა განაცხადა, რომ გმობს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ 1915 წლის მოვლენების „ე.წ. „გენოციდად“ შეფასებას.
საკითხთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია: „ახსნა-განმარტებები, რომლებიც შეუთავსებელია ისტორიულ ფაქტებთან და საერთაშორისო სამართალთან 1915 წლის მოვლენებთან დაკავშირებით, სამწუხაროდ აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, 2021 წელს დაშვებული შეცდომა გაიმეორა. ჩვენ უარვყოფთ მსგავს განცხადებებსა და გადაწყვეტილებებს, რომელიც ამახინჯებს ისტორიულ ფაქტებს პოლიტიკური მოტივით და ვგმობთ მათ, ვინც დაჟინებით იმეორებს ამ შეცდომას. ცალმხრივი და შერჩევითი მიდგომები, რომლებიც სხვა მიზანს არ ემსახურება, გარდა ისტორიიდან მტრობის მოზიდვისა, მორალურად პრობლემურია და პოლიტიკურად მავნე. ჰუმანიტარული და კეთილსინდისიერი პოზიცია მოითხოვს იმ დროს განცდილი ყველა ტანჯვის ხსოვნას, განურჩევლად ეთნიკური თუ რელიგიური დისკრიმინაციისა. თურქეთი პატივისცემით იხსენებს მთელი ოსმალეთის მოსახლეობის, მათ შორის სომხების ტანჯვას. ჩვენ უარვყოფთ ამ ტკივილის პოლიტიკურ მასალად გამოყენების მცდელობებს. თურქეთი თვლის, რომ 1915 წლის მოვლენები, უნდა გამოიკვლიოს ყოველგვარი ცრურწმენის გარეშე, ისტორიკოსებმა, მეცნიერებმა და სამართალდამცველებმა. ამ თვალსაზრისით თურქეთის მხრიდან შეთავაზებული „ერთობლივი ისტორიის კომისიის შექმნის” წინადადება, დღესაც ძალაშია და ჩვენ გვჯერა, რომ ეს ნაბიჯი სომხეთთან დაწყებული ნორმალიზაციის პროცესს მნიშვნელოვნ შეუწყობს ხელს“.
მსგავსი ინფორმაციები

ჰაქან ფიდანი მიუნხენის უსაფრთხოების 61-ე კონფერენციაზე დაესწრება
ჰაქან ფიდანი მიუნხენის უსაფრთხოების 61-ე კონფერენციაზე დაესწრება