თურქეთმა ქაბულში განხორციელებული თავდასხმა დაგმო
თურქეთმა ქაბულში განხორციელებული თავდასხმა დაგმო

თურქეთმა, ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში საგანმანათლებლო დაწესებულებებზე განხორციელებული ტერორისტული თავდასხმები მკაცრად დაგმო.
საკითხთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტრო წერილობით განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია: „დიდი მწუხარებით შეიტყვეს, რომ ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში საგანმანათლებლო დაწესებულებებზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად მრავალი ადამიანი, მათ შორის სტუდენტები, დაიღუპა და დაშავდა. ვგმობთ ამ არაადამიანურ ტერორისტულ თავდასხმებს მკაცრად. დაღუპულების ოჯახებს სამძიმარს ვუცხადებთ, ხოლო დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ“.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ქაბულის დასავლეთში, ორ საგანმანათლებლო დაწესებულებაში ბომბებით განხორციელებული თავდასხმების შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა და 11 დაშავდა.
მსგავსი ინფორმაციები

რეჯეფ თაიფ ერდოღან-ანვარ იბრაჰიმის ერთობლივი პრესკონფერენცია
რეჯეფ თაიფ ერდოღან-ანვარ იბრაჰიმის ერთობლივი პრესკონფერენცია