თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა ერაყის ჩრდილოეთში ახალი ფართომაშტაბიანი ოპერაცია დაიწყო

თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა ერაყის ჩრდილოეთში ახალი ფართომაშტაბიანი ოპერაცია დაიწყო

1813578
თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა ერაყის ჩრდილოეთში ახალი ფართომაშტაბიანი ოპერაცია დაიწყო

თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა, ერაყის ჩრდილოეთში კერძოდ კი მეთინას, ზაპის და ავაშინ-ბასიანის რეგიონებში მორიგი ფართომასშტაბიანი ანტიტერორისტული ოპერაცია სახელწოდებით, „კლანჭი ბლოკირება“ დაიწყო.

ოპერაციის შესახებ განცხადება ეროვნული თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აქარმა გააკეთა.

„წუხელ ჩვენმა გმირმა შეიარაღებულმა ძალებმა ერაყის ჩრდილოეთში ახალი ფართომასშტაბიანი ანტიტერორისტული ოპერაცია სახელწოდებით, „კლანჭი ბლოკირება“ დაიწყეს. ოპერაციის მიზანი, ტერორისტების სამიზნეების მთლიანად განადგურებაა. ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს გადავარჩინოთ ჩვენი კეთილშობილი ერი ტერორიზმის უბედურებისგან, რომელიც 40 წლის განმავლობაში აწუხებს ჩვენს ქვეყანას. ჩვენი ბრძოლა გაგრძელდება მანამ, სანამ არ განეიტრალება უკანასკნელი ტერორისტი. ჩვენ ვხედავთ, რომ ტერორისტული ორგანიზაცია კოლაფსის პროცესშია. ჩვენი ყველა ქმედება ხორციელდება ისე, რომ პატივს სცემს მეგობარი და მოძმე ერაყის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ჩვენი ერთადერთი სამიზნე ტერორისტები არიან. მაქსიმალური მგრძნობელობაა ნაჩვენები, რათა მშვიდობიანი მოსახლეობა, გარემო, კულტურული და რელიგიური სტრუქტურები არ დაზარალდეს“, განაცხადა ჰულუსი აქარმა.  



მსგავსი ინფორმაციები